|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში, გელათის დასახლების მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა

ტყიბულის რაიონის სოფელ გელათის დასახლების მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.
 
აქციის მონაწილეები მათი დასახლებისათვის სტატუსის შეცვლას აპროტესტებენ.
 
მოსახლეობის თქმით, 2013 წლიდან ეს ტერიტორია სოფელ კურსებს მიაკუთვნეს, რამაც პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას საჯარო რეესტრში დოკუმენტების დამზადებისას, ასევე აცხადებენ, რომ აქ არსებულ სასტუმროებში ფასები დაეცა და შემცირდა უძრავი ქონების ღირებულება.
 
აქციის მონაწილეთა თქმით, არაერთხელ მიმართეს მერიას და საკრებულოს, თუმცა უშედეგოდ. სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თუკი დროულად არ მოგვარდება ეს პრობლემა, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა