|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში მეოთხე დღეა, მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვა ისევ გრძელდება. მეოთხე დღეა მაღაროელები მინდელის სახელობის შახტის წინ არიან შეკრებილები. გაფიცულები ხელფასების 20%-ით მომატებას და ბიულეტენის 100%-ით ანაზღაურებას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამჟამად ბიულეტენის 70%-ით ანაზღაურება ხდება.
დღეს მაღაროელთა ექვსკაციანი საინიციატივო ჯგუფი ადმინისტრაციაში შეხვედრაზე შევიდა და გაფიცულთა მოთხოვნები გააცნო. ადმინისტრაციამ მეშახტეებს განუცხადა, რომ მათ მოთხოვნას განიხილავენ და პასუხს რამდენიმე საათში შეატყობინებენ. ამ დროისთვის მეშახტეთა 6-კაციანი ჯგუფი ხელმეორედ არის შესული პასუხის მისაღებად.
მაღაროელთა გაფიცვის გამო, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი