მეშახტეები პრემიერ- მინისტრის დაპირების ოფიციალურად დადასტურებას ითხოვენ
ტყიბულის მერიასთან მეშახტეები აქცია მართავენ. მეშახტეები პრემიერ–მინისტრის განცხადების დოკუმენტურად დასაბუთებას მოითხოვენ, რომ მიიღებენ ხელფასს, ასევე გამოძიების შემდეგ აღდგება შახტში საწარმო პროცესი და გააგრძელებენ უსაფრთხოდ მუშაობას.
მეშახტეებს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე შეხვდა.
მეშახტეებმა საპროტესტო აქცია დილით ტყიბულში, თეატრთან გამართეს აქციას, ბაზრობებზე და მაღაზიებში დასაქმებულები შეურთდნენ. აქციის მონაწილეები პრემიერ - მინისტრთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
აქციაში მონაწილეობას პროფკავშირებიც იღებს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















