ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა შეწყვიტილია
ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა შეწყვიტილია. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, "საქნახშირის ჯი-აი-ჯის" საერთო სახელფასო ფონდი 5 პროცენტამდე გაიზრდება, თუმცა მეშახტეებსა და მაღალი რისკის შემცველ სამუშაოებზე დასაქმებულებს 5%-ზე მეტით გაეზრდებათ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამსაქმებელი ეტაპობრივად დანერგავს და განახორციელებს შრომითი უსაფრთხოების კონკრეტულ ღონისძიებებს, ასევე გაფიცვის პერიოდში - 2016 წლის 14-დან 29 თებერვლის ჩათვლით გაცდენილი სამუშაო დღეებიდან კომპანია აანაზღაურებს ნახევარ ხელფასს, ხოლო მეორე ნახევარი დასაქმებულს აუნაზღაურდება გამოუყენებელი/გამოსაყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ხარჯზე. ხელშეკრულების თანახმად, შექმნილი მდგომარეობის გამო დასაქმებულთა მიმართ არ იქნება გატარებული ადმინისტრაციული/დისციპლინური სანქციები.
ტყიბულის გამგეობის შენობაში მოლაპარაკება 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდენ ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, რომელიც ტყიბულში პრემიერის დავალებით ჩავიდა, მაჟორიტარი დეპუტატი, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი,"საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ფინანსური დირექტორი ზურაბ გელენიძე და მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტის წევრები.
მიღწეული შეთანხმების თანახმად, ტყიბულის შახტაში საწარმოო პროცესი სრულად უნდა აღდგეს არა უგვიანეს, პირველი მარტის, 12:00 საათისა.
ავტორი:





21:51
11:02
16:29
16:27
















