|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბავშვები ბაღებსა და სკოლებში არ გავუშვით და აქციაზე მოვალთ"- ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია გრძელდება

ტყიბულში საპროტესტო აქცია გრძელდება. მეშახტეები დილიდან მერიასთან იკრიბებიან. მათ სოლიდარობას უცხადებენ მოქალაქეები. მშობლების ნაწილმა ბავშვები ბაღებსა და სკოლაში არ გაუშვა. მათი თქმით, ისინი აქციას შეუერთდებიან.

"მეშახტეებს ვუდგავართ გვერდით, რადგან ვთვლით, რომ შახტამ უნდა იმუშაოს. მარტო ხელფასი არ უნდა გადაიხადონ, შახტაც უნდა ამუშავდეს, რადგან ამით არსებობს მთელი ქალაქი. ბავშვები არ გავუშვით ბაღებსა და სკოლებში და აქციაზე მოვალთ "- განაცხადა მაკა ტურძელაძემ.

სკოლებში ამ დროისთვის სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, რადგან ბავშვების ნაწილი სკოლებშია. მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, სოლიდარობას უცხადებენ მეშახტეებს, თუმცა ვიდრე ერთი ბავშვი იქნება სკოლაში, სწავლას ვერ შეწყვეტენ. მეშახტეების ინფორმაციით, მათ დღეს ჭიათურის მაღაროს და ზესტაფონის "ფეროს" თანამშრომლები შეურთდებიან.

გუშინ ტყიბულში მეშახტებს საქნახშირის  გენერალური დირექტორი  შეხვდა.   ჯამბულ ჯაყელმა მათ ხელფასების თვის ბოლოს დარიცხვა დაპირდა. მიუხედავად ამისა მეშახტეები პროტესტს აგრძელებენ,   ამ დრომდე 30-მდე მეშახტე შახტში რჩება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა