ტყიბულში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ძლიერი ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ტყიბულის, თერჯოლის და ქუთაისის 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 17 მეხანძრე მაშველი ცდილობდა.
მეხანძრეებთან ერთად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მოკლე დროში მივიდნენ. "ჩვენ ადგილზე მაქსიმალურად მოკლე დროში, რაც მოვახერხეღ, ადგილზე გამოვცხადდით, მოხერხდა ის , რო სხვა სახლებზე, რომლებიც სამი მეტრითაც არ იყო დაშორებული, ხანძარი არ გადასულიყო, ხანძრის შედეგად დაშავებული არავინ არ გვყავს"-განაცხადეს სამსახურში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















