მეშახტეების განცხადებით, ტყიბულში ხვალიდან ბაღები, სკოლები და მაღაზიები გაიფიცებიან
მეშახეების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ხვალ ტყიბულში შესაძლოა ბაღები, სკოლები, მაღაზიებიც გაიფიცნონ. ამის შესახებ გაფიცული მეშახტეები აცხადებენ.
მათი თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ხვალიდან ტყიბულში მასშტაბური პროტესტი დაიწყება და სავარაუდოდ, გაიფიცებიან ბაღები, სკოლები, მაღაზიები.
გაფიცული მეშახტეები მინდელის სახელობის შახტთან შეიკრიბნენ. 30-მდე მეშახტე კი მინდელისა და ძიძიგურის სხახტებში იმყოფენიან და იქედან ამოსცვლაზე უარს აცხადებენ. ისინი ხელფასების გადახდას და სამომავლო გეგმის გაცნობას მოითხოვენ.
ამ დროისთვის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ქალაქის მერი თემურ ჩუბინიძე ხვდება. შეხვედრაზე შევიდნენ მეშახტეებიც.
საქანხშირში განმარტავენ, რომ მეშახტეების მოთხოვნებთან დაკავშირებით მათი განცხადება გავრცელდება. ტყიბულის შახტებში დაახლოებით 1000-მდე მეშახტე მუშაობს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















