ქუთაისიდან დაგეგმილი ავიარეისები, უამინდობის გამო, ვერ შესრულდა
უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტში გუშინ, ღამით დაგეგმილი რეისები ვერ შესრულდა. ძლიერი თოვის გამო ვარშავა - ქუთაისისა და ქუთაისი - ვარშავის რეისები გადაიდო. თვითმფრინავი ვარშავიდან გამთენიისას უნდა ჩამოსულიყო, ქუთაისიდან კი უკან 06:45 საათზე უნდა დაბრუნებულიყო. გადადებული რეისები 5 იანვარს გამთენიისას შესრულდება.
ამ წუთებში ქუთაისში აღარ თოვს და აეროპორტში იმედოვნებენ, რომ ფრენებს პრობლემები აღარ შეექმნება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
16:27
13:32
16:29
















