უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ივლისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.
24 ივლისს შედარებით გამოიდარებს და 27 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 25 ივლისს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალურმა ტემპერატურამ ზოგან, შესაძლოა, +40 გრადუსს მიაღწიოს.
26 ივლისს კი 2 – 3 გრადუსით დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში 25 – 26 ივლისს ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 24 – 26 ივლისს დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















