|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უახლოესი დღეების განმავლობაში ყინვებია მოსალოდნელი

უახლოესი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ ყინვებია მოსალოდნელი. სინოპტიკოსთა პროგნოზით, ისევ მოთოვს და ყინვა მთელ კვირას შენარჩუნდება.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა ბარში, 27 იანვარს არის მოსალოდნელი და ყინვა -7 -10 იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.

27 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ღამის მინიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია -7, -2, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -12, -7.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა იქნება -9, -7 გრადუსი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა  26-27 იანვარს დაბლობსა და ბარში იქნება -3, +2  გრადუსი.

28-31 იანვარს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. 29 იანვრიდან ყინვა შესუსტდება.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი