|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, 18 მარტს საქართველოში შენარჩუნდება ცივი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი. ღამის მინიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -3, -5 გრადუსამდე დაიკლებს. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება.

19 მარტს ჰაერი გათბება +17 გრადუსამდე.

20 მარტს  საქართველოში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა  +6, +11 იქნება გრადუსი.

21 მარტს მცირე ნალექი მხოლოდ ცალკეულ რაიონშია მოსალოდნელი.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი