საქართველოს მოქალაქეების უცხოეთიდან გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს
უცხოეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო. მისი დავალებით საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში გარდაცვლილი მოქალაქეების გადმოსვენების დაფინანსების საკითხს მთავრობის სხდომაზე განხილვის გარეშე გადაწყვეტს.
ამ ინიციატივისთვის პრემიერ-მინისტმა სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძეს მადლობა გადაუხადა.
"სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა გვამი თვეობით არის უცხოეთში. მგონია, რომ ეს ჩვენი სახელწმიფოს ღირსების საკითხია, ჩვენი თანამემამულეები გადმოვასვენოთ საქართველოში'-განაცხადა კვირიკაშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი


13:34
21:45
16:48
17:26
21:51
















