"თეთრ ხიდზე" უკანონო მოტორალს ადგილობრივები აპროტესტებენ
„ქუთაისში „თეთრ ხიდზე“ მოტომრბოლელების რალი ყოველდღიურად იმართება და მათ ქმედებას არავინ აკონტროლებს“,- ამის შესახებ „ნიუპრესს“ ადგილობრივმა ქეთი ნოზაძემ განუცხადა.
მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანეს და მოქალაქეებსაც, რომლებიც ხიდით გადადგილდებიან, საფრთხეს უქმნიან.
„რამდენიმე დღის წინ მოტოციკლმა ისეთი სიჩქარით გადაირბინა, მეგონა, ხიდი ჩაინგრეოდა. ტურისტები გაოგნებულები იყურებოდნენ. ასეთი რამ ხდება ყოველ საღამოს და მათ უკანონო ქმედებას არავინ აკონტროლებს. ხიდი დაზიანებული და მოუვლელია. ყოველ წუთს შეიძლება ჩაინგრეს და ვინმე ჩავარდეს. მიაქციონ ყურადღევა, ვიდრე რაიმე ცუდი მოხდება“,-აცხადებს ნოზაძე.
ფაქტს ადგილობრივი მცხოვრებლებიც ადასტურებენ, თუმცა მათ სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავთ.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ხიდის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება, ხოლო უკანონო მოტო რალის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ადგილობრივებმა ფაქტის შესახებ საპატრულო პოლიციას უნდა აცნობონ.
აღსანიშნავია, რომ თეთრ ხიდზე ავტომანქანებით გადაადგილება წლების წინ აიკრძალა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















