|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინაში დაღუპულ დავით გობეჯიშვილს მშობლიურ ქალაქში საპატიო დახვედრა მოუწყვეს

უკრაინაში, ომში დაღუპული მებრძოლი დავით გობეჯიშვილი მშობლიურ ქალაქში გადაასვენეს. დაღუპულ მებრძოლს ტყიბულში საპატიო დახვედრა მოუწყვეს.
თანაქალქელები ქალაქის შესასვლელში სანთლებით და დროშებით დახვდნენ. ცხედარი ქალაქში სამხედრო პოლიციამ მიასვენა.
ადგილობრივების თქმით, დავით გობეჯიშვილი გმირია,  ამიტომ სურდათ, მისი თავგანწირვა ამგვარად დაეფასებინათ.
მებრძოლი ქალაქ ირპენში 26 მარტს დაიღუპა. მას 3 აპრილს საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
 
 

ავტორი: ნიუპრესი