უკრაინაში ქართველი სტუდენტები სცემეს
კიევში ქართველი სტუდენტები სცემეს. შემთხვევა კიევის გარეუბანში, სტუდენტურ საცხოვრებელში მოხდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საერთო საცხოვრებლის დაცვასა და ერთ-ერთ სტუდენტს შორის შელაპარაკებას ჩხუბი მოჰყვა, რაშიც სხვა ქართველი სტუდენტებიც ჩაერთვნენ.
როგორც ქართველები აცხადებენ, დაცვამ პოლიცია გამოიძახა. შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა, რის შემდეგაც მათ სტუდენტები სცემეს. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი. სხვადასხვა დაზიანებები აქვთ მიღებული დანარჩენ სტუდენტებსაც.
ფაქტს ადასტურებს უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება. ელჩის განმარტებით, პოლიციის გამოძახება მას შემდეგ მოხდა, რაც ფიზიკური დაპირისპირების გამო დაწესებულების დაცვა ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას.
საერთო საცხოვრებელში 90-მდე ქართველი ახალგაზრდა იმყოფება, რომლებიც კიევში საქართველოს კავკასიის ევროპულმა უნივერსიტეტმა წაიყვანა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















