|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უმრავლესობა პოლიტიკური ტრიბუნის ოკუპაციას ახდენს" - ბესო ბრეგაძე

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ სხდომას პროტესტს უცხადებს. "რუსებმა ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს, უმრავლესობა პოლტიკური ტრიბუნის ოკუპაციას ახდენს" - ამგავრად აფასებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ბესო ბრეგაძე.

მისი განცხადებით, მათ საკრებულოს წერილობით მიმართეს, რომ განვითარებულ მოვლენებზე ემსჯელათ, თუმცა საკრებულომ მათი მოთხოვნა არ გაითვალიწინა და ნაცვლად არსებული პრობლემებისა, ფრაქციების შექმნას განიხილავს.

"რუსებმა ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს, უმრავლეობამ პოლიტიკური ტრიბუნის. არ გვაძლევენ შეაძლებლობას ვიმსჯელოთ ქვეყნაში განვითარებულ მოვლენებზე. მივმართეთ დღის წესრიგში შეეტანათ, მაგრმა არ გაითვალისწინეს. ეს არის ქვეყნის პრობლემა, აქციებია ყველგან და ვალდებული არიან, იმსჯელონ ამაზე, მაგრამ ფრაქციის შექმნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არსებული მდგომარეობა. არ ფიქრობენ კრიზისი დაძლიონ და ამიტომ პროტესტს ვუცხადებთ საკრებულოს", - განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა ასევე  "ევროპულმა საქართველომ".

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა