"უმრავლესობიდან კითხვებიც კი არ დასმულა და მე ვფიქრობ, პარლამენტი დაამტკიცებს გიორგი გახარიას კანდიდატურას"
უმრავლესობიდან კითხვებიც კი არ დასმულა და მე ვფიქრობ, პარლამენტი დაამტკიცებს გიორგი გახარიას კანდიდატურას, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრის პოსტზე წარდგენისას.
"პარტიის პოლიტსაბჭოზე წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის გიორგი გახარიას სახით, მივიღეთ სრული მხარდაჭერა, ამის შემდეგ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, იქაც კითხვებიც კი არ დასმულა. ეს არის ობიექტური შეფასება ჩვენი არჩევანისა. თქვენც, ჟურნალისტებიც და საზოგადოებაც კარგად იცნობთ გიორგი გახარიას, მან თავისი მოღვაწეობით ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის შემადგენლობა შეიცვლება, ვახტან გომელაური შშს მინისტრის პოსტზე დაინიშნება, ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი გახდება, ლევან იზორია უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს.
მთავრობი შემადგენლობას გიორგი გახარია დღს პარლამენტს წარუდგენს.
შეგახსენებთ, 20- 21 მოვლენების გამო საზოგადოებისს წარმომადგენლები გახარიას შსს მინისტრის პოსტიდან გადადგომას ითხოვდნენ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















