|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უნგრეთის წყლის პროვაიდერი კომპანიის გამოცდილებას ქუთაისში გაეცნენ

ქუთაისში ბუდაპეშტის წყლის სამუშაოების პროვაიდერი კომპანიის სერვისების პრეზენტაცია გაიმართა. სასტუმრო "ბაგრატში" იმ პროექტების გამოფენა მოეწყო, რომლებიც უნგრეთში წყლის მოპოვებისა და გადამუშავების მხრივ ხორციელდება.

პრეზენტაციაზე  იმყოფებოდნენ უნგრეთის ელჩი, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი.

ქუთაისის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია უნგრეთის გამოცდილების გაზიარება, მით უფრო, რომ ქუთაისში წყალმომარაგების კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება.

"მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოფენას ქუთაისი მასპინძლობს, სადაც წარმოდგენილია ის მნიშვნელოვანი პროექტები და გამოცდილება, რაც უნგრეთს წყლის მოპოვებისა და გადამუშავების მხრივ აქვს. მით უფრო, რომ ყველაზე დიდი პროექტი, წყალმომარაგების კუთხით, ქუთაისში ხორციელდება. ჩვენ გავეცნობით ამ გამოცდილებას და დავნერგავთ ქუთაისში. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ელჩს უნგრეთში, რომლის წყალობითაც ეს გამოფენა ქუთაისში გაიმართა", – განაცხადა შოთა მურღულიამ.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა გაერთიანებული წაყალმომარაგების წარმომადგენელმა გიორგი კობახიძემ, რომლის განცხადებითაც, საქართველო ცდილობს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს, მათ შორის უნგრეთის. მისივე თქმით, საქართველო ახლა გადის იმ პროექტებს, რომლებიც უკვე დიდი ხნის წინ დაინერგა უნგრეში.

გამოფენის დათვალიერების შემდეგ მოხდა უკვე წარმოადგენილი პროექტების დეტალური განხილვა.

ბუდაპეშტის წყლის სამუშაოების კომპანია უდიდესი პროვაიდერია ცენტრალურ ევროპაში, როგორც კომპანიის სიდიდით, ასევე მიწოდების ხარისხის მიხედვით.

კომპანია დაარსდა 1868 წელს, 1904 წელს კომპანიამ ააშენა ევროპაში ყველაზე რთული და იმ დროისთვის ულტრათანამედროვე სატუმბი ქარხანა,  ასევე 1980 წელს ყველაზე დიდი წყლის რეზერვუარი უნგრეთში, რომლის მოცულობა 80.000 მეტრ კუბია, კომპანიამ  უნგრეთში ასევე ააგო მსოფლიოში უნიკალური ასიმეტრიული წყლის კოშკი.

ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ავტომატიზირებული დანადგარებით, რომელიც საშუალებას იძლევა დამზადდეს წყლის კოშკები, სატუმბი საამქროები, ტუმბოების სადგურები და სხვადასხვა წყალსაცავების მოწყობილობები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი