უხვმა ნალექმა ქუთაისის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა
რამდენიმედღიანი უხვი ნალექის გამო ქუთაისის მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. გადაუღებელი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და სარდაფები.
სანიაღვრეები წყლის გატარებას ვერ ასწრებს. ნალექმა საკანალიზაციო სისტემასაც შეუქმნა პრობლემა.
მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან “ერთიანებული წყალმომარაგების“ ქუთაისის ფილიალში. ფილიალის დირექტორი ირაკლი ტურძელაძე აცხადებს, მათი ჰყავთ სპეციალური მანქანები, რომლებიც გაჰყავთ გამოძახების ადგილზე, თუმცა მისი თქმით, ხშირად პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ სანიაღვრე დაერთებულია კანალიზაციაზე, რაც იწვევს კანალიზაციის გაჭედვას.
ტურძელაძე მოსახლეობას მიმართავს, დარეკონ ცხელ ხაზზე- (032)2 42 01 90 და მიაწოდონ ინფორმაცია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















