უხვი ნალექის შედეგად გუმათის გზა დაზიანდა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის მცხოვრებელები "ნიუპრესს" დაუკავშირდნენ და აცნობეს, გუმათის გზა დაზიანდა და ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ, რის გამოც მათ ქუთაისში ჩამოსვლა ფეხით მოუხდათ. ადგილობრივების თქმით, გზა დაზიანებული იყო და რამდენიმე წლის წინ შეაკეთეს. ახლა ნალექების შედეგად, გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა.
როგორც ცნობილი გახდა, გზის ნაწილი ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის მე-4 კილომეტრზე მოწყდა, რის გამოც ამ მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელია. გადაადგილება შესაძლებელია სოფელ რიონისა და ზარათის შემოვლითი გზით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















