"უზრდელი, უვიცი, რომელმაც მოსმენა არ იცის" - ქუთაისის მერი ოპოზიციის დეპუტატს
უზრდელი, უვიცი, რომელმაც მოსმენა არ იცის - ამგვარი ეპითეტებით ქუთაისის მერმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი შეამკო.
სიტუაცია ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმამაღალ კამათში რამდენჯერმე გადაიზარდა. პირველად ფრაქცია" ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ მერია ახლადშექმნილი ააიპისათვის საბიუჯეტო ხარჯების ზრდის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, 210 ათასი ლარის დამატება ბიუროკრატიისათვის არც საჭიროა და არც გამართლებული. შუშანიამ ქალაქის მერს ასევე წარუმატებელი პროექტები შეასხენა. მისი თქმით, გიორგი ჭიღვარიას გადადგომის შესახებ განცხადება დიდი ხნის დაწერილი უნდა ქონდეს. ოპონენტის შენიშვნას გამოეხმურა ქალაქის მერი. გიორგი ჭიღვარიამ გიგა შუშანიას წარსული შეახსენა და განუცხადა: "თქვენ თავად იყო მიჩვეული სხვის ჯიბეში ქექვას და ხალხს იბარებდით და ფულს ჯიბებიდან ართმევდით".
დაპირისპირებაში ჩაერთო უმრავლესობის წევრი, კობა ნარჩემაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი ალეკო ახალაძე. მისი თქმით, შუშანია მატყუარაა და პოლიტიკურ დებატებში გამოწვევის მიუხედავად, მასთან დაპირისპირებას ვერ ბედავს. ახალაძის გამოწვევას კი შუშანიამ ამგვარად უპასუხა, რომ დებატებში პოლიტიკოსებთან ჯდება და არა პოლიტიკოსების ნათესავებთან.
მოგვიანებით საკრებულოზე დაძაბულობა "ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისათვის" ტერიტორიის გადაცემის საკითხს მოყვა. გიგა შუშანიამ უნივერსიტეის მშენებლობის ტემპები გააკრიტიკა, რის გამოც ერთმანეთს კვლავ დეპუტატი და ქალაქის მერი დაუპირისპირდნენ.
უზრდელი, უვიცი, რომელმაც მოსმენა არ იცის - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ შუშანიას მისამართით.
ქალაქის მერის განცხადებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, რომელიც შვიდასრთულიანი იქნება, 15 მაისს გაიხსნება. რაც შეეხება მშენებლობის ვადების გადაწევას, ეს კი პროექტში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია. მისივე თქმით, უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს 2020 წელს მიიღებს და პარალელურად კი მშენებლობა გაგრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















