|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვალუტის კურსი და მისი ცვალებადობის მიზეზები

ვალუტის კურსი არის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ეროვნული ვალუტის ღირებულებას სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში. ვალუტის კურსი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან მერყევი:

  • ფიქსირებული კურსის შემთხვევაში, ქვეყანა აკონტროლებს საკუთარ ვალუტის კურსს და მყარად აკავშირებს მას სხვა ქვეყნის ვალუტასთან, მაგალითად, აშშ დოლართან.
  • მერყევი კურსის დროს კი კურსს ბაზარი განსაზღვრავს მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე.

ვალუტის კურსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ვაჭრობაში, რადგან ის გავლენას ახდენს იმპორტსა და ექსპორტზე. მაგალითად, თუ ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, ადგილობრივი პროდუქტები საერთაშორისო ბაზარზე იაფდება, რაც ზრდის ექსპორტის მოცულობას, თუმცა, იმპორტირებული საქონლის ფასი იზრდება. ამ პროცესის საპირისპირო შემთხვევაში, ვალუტის გამყარება იწვევს იმპორტის გაძლიერებას და ექსპორტის შემცირებას.

ფინანსურ სამყაროში ვალუტის კონვერტაცია ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი ოპერაციაა, რომელიც ყოველდღიურად ხორციელდება მთელ მსოფლიოში. საქართველოშიც, მომხმარებლებს, ვალუტის გადაცვლას სთავაზობენ ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში თუ გადამცვლელ პუნქტებში.

თუ გიწევს რეგულარულად ფულადი ოპერაციების შესრულება ან გზავნილების მიღება, მნიშვნელოვანია, იპოვო სერვისი, რომელიც გთავაზობს საუკეთესო პირობებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC სწორედ ერთ-ერთი ასეთი სანდო პარტნიორია, რომელიც საქართველოში ვალუტის კონვერტაციას საუკეთესო კურსით ასრულებს: ლარი (GEL), აშშ დოლარი (USD), ევრო (EUR) და რუსული რუბლი (RUB).

 

რატომ უნდა აირჩიო MBC ვალუტის გადაცვლისთვის?

  • MBC-ში ვალუტის გადაცვლისას უფრო ხელსაყრელი კურსები მოქმედებს, რაც მომხმარებლებს მაქსიმალურ სარგებელს აძლევს.
  • ვალუტის ყიდვა-გაყიდვა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ფილიალებში, რაც კომფორტულია მათთვის, ვინც ფიზიკურად ვერ ახერხებს სერვის ცენტრებში მისვლას.
  • MBC-ის ფილიალები საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი, რაც მომხმარებლების სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას უზრუნველყოფს.
  • MBC-ში ვალუტის გადაცვლისას დამატებითი საკომისიო არ არის, რაც ამ სერვისს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
  • ონლაინ კონვერტაციისთვის საჭიროა მხოლოდ პირადი კაბინეტის შექმნა და მარტივი იდენტიფიკაციის პროცედურის გავლა. პროცესი რამდენიმე წამში სრულდება და თანხა სწრაფად აისახება საბანკო ანგარიშზე.

ვის შეუძლია ისარგებლოს MBC-ის სერვისებით?

MBC-ის ვალუტის კონვერტაციის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ:

  • საქართველოს მოქალაქეებს
  • მუდმივი ბინადრობის მქონე პირებს
  • იურიდიულ პირებს, რომელთა წარმომადგენელი არის საქართველოს მოქალაქე ან მუდმივი მაცხოვრებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლია ეწვიო MBC-ის ოფიციალურ  ვებგვერდს: mbc.com.ge და მიიღო დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის სერვისებზე.

MBC-ში ვალუტის გადაცვლა ყოველთვის მოსახერხებელი და მომგებიანია.

 

ავტორი: