ვან გეგამ იაპონიაში გლობალური კონკურსის ნომინაციაში გაიმარჯვა
ქუთაისელი გეგა სოფრომაძე "ტოიოტას" გლობალური კონკურსის "ყველაზე მოტივირებული და მხატვრული ნაშრომის ნომინაციის გამარჯვებულია. იაპონიაში დაჯილდოების ცერემონიალი დღეს გაიმართა.
გამარჯვების შესახებ ინფორმაცია ვან გეგას დედამ ქრისტინე მესხმა პირველად "ნიუპრესს" მიაწოდა. ის შვილთან ერთად იაპონიაში იმყოფება. მისი თქმით, ასეთი წარმატება სასიხარულოა.
"სასიხარულოა ეს გამარჯვება. მადლობა ღმერთს ამ წარმატებისთვის"-განაცხადა ქრისტინე მესხმა.
ვან გეგას იაპონური იენის 1500-იანი ვაუჩერი გადაეცა, რომელსაც ხატვისთვის საჭირო ინვენტარის შესაძენად გამოიყენებს.
ქუთაისელი გეგა სოფრომაძე პირველი ქართველი მხატვარია, რომელმაც საქართველოს სახელით მიიღო კონკურსში მონაწილეობა. მან საქართველო ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა წარმოადგინა.
ვან გეგას სახატი 6500 000 ნამუშევარს შორის შეირჩა და პირველი ქართველი მხატვარია, რომელიც კონკურისის ფინალში გავიდა. იქამდე ვან გეგამ თბილისში გამართულ "ტოიოტას" კონკურსში გაიმარჯვა და ამის შემდგომ მსოფლიოს მასშტაბით ათეულშიც მოხვდა.
ასევე არის არაერთი კონკურისის გამარჯვებული. მისი შემოქმედების შესახებ "ნიუპრესმა" არაერთი მასალა მოამზდა.
ვან გეგას ნამუშევარი მსოფლიოს მასშტაბით 650 000 ნახატს შორის შეირჩა
ქუთაისელი ვან გეგა "ტოიოტას" კონკურსში მსოფლიოს მასშტაბით 10 გამარჯვებულს შორის მოხვდა
ვან გეგა "მარსიანჩიკის" გამარჯვებულია
ვან გეგა-7 წლის მხატვარი, რომელიც ნახატების გაყიდვით დედას ეხმარება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















