|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 4 985 092 ლარი შეადგინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ გიორგი ჭიღვარიამ და ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ ვანი–სულორის დაზიანებული გზის შეკეთებისა და მოძრაობის აღდგენის სამუშაოები დაათვალიერეს.

ვანი–სულორის საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები 2 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე გზის სავალი ნაწილი სრულად აღდგა და გზა გახსნილია.

ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად დაზიანდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

სტიქიის  შედეგად  ვანის  მუნიციპალიტეტისთვის  მიყენებულმა  ზარალმა 4 985 092   ლარი  შეადგინა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა