ვანის მერობის კანდიდატი მშობლიური სოფლის მოსახლეობას შეხვდა [R]
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა, მშობლიურ სოფელ დიხაშხოში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მერობის კანდიდატი სოფლის უბნების - ისრითსა და ვაშლარას ამომრჩეველსაც შეხვდა და მათ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა ლორთქიფანიძე წარუდგინა, ადგილობრივებს ასევე გააცნო სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელებასაც მერად არჩევის შემთხვევაში აპირებს.
“აქ დავიბადე და გავიზარდე, აქ ვცხოვრობ და კარგად ვიცი ამ სოფლის პრობლემები. კარგად მიცნობთ და იცით, რასაც დაგპირდებით, აუცილებლად შევასრულებ”, - განაცხადა გოგორიშვილმა შეხვედრაზე.
მისივე თქმით, პირველრიგშიის გზა მოასფალტდება, რომელიცსოფელსვანი-ქუთაისის ცენტრალურ გზასთან აკავშირებს, ასევე მოწესრიგდება შიდაგზები.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















