|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში 60 წლამდე  მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს სხეულზე  დაზიანებები აღენიშნებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ა.კ.–ს გარდაცვალების მიზეზი შვილთან ჩხუბი გახდა, რის შედეგადაც ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 1987 წელს დაბადებული  ბ.კ .

დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 იანვარს, ვანის რაიონის სოფელ სულორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბ.კ.-მ, მამას - 1960 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.კ. მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა