|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის პოლიციის თანამშრომელს სახლში ნარკოტიკული საშუალება უპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვანის პოლიციის თანამშრომელი ნარკოტიკს უკანონოდ ინახავდა. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია მეორე პირიც.
„გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ფაქტზე ორი პირი - 1986 წელს დაბადებული გ.ა. და 1961 წელს დაბადებულ გ.რ. დააკავეს.
დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე გ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს, გ.რ.-ს უკანონოდ გადასცა ,,მეთადონის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც იგი, ასევე, უკანონოდ ინახავდა.
გ.რ.-ს და გ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ,,მეთადონის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, ასევე, 260-ე სეკუნდა მუხლის მე-7 ნაწილით და მე-8 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა