|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანში ახალი სკოლა გაიხსნა

ვანის რაიონის სოფელ ზედავანში სკოლის ახალი შენობა გაიხსნა. განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ  მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

დღეიდან 200 მოსწავლე თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობაში ისწავლის, რომელიც ახალი ინვენტარით არის აღჭურვილი. სკოლის მშენებლობისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1 300 000 ლარი გამოყო. პირველკლასელებს სახელმძღვანელოები და პორტატული კომპიუტერები გადაეცათ. მანამდე 26 წელი სოფელ ზედავანის სკოლას შენობა არ ქონდა და სწავლის პროცესი ავარიულ შენობაში მიმდინარეობდა. დღესვე მხარისა და სამინისტროს წარმომადგენლები რამდენიმე საჯარო სკოლასაც ესტუმრნენ და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს. 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა