|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

ვანის მუნიციპალიტეტში დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია.  უახლოეს მომავალში კი საწარმო შესაბამისის ინვენტარით აღიჭურვება და ორ თვეში ექსპლუატაციაში შევა.

დაფნის მშენებარე საწარმო  დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და გამგებელმა ზაზა ხურციძემ  მოინახულეს.

საწარმოში პირველ ეტაპზე 30 – მდე ადამიანი დასაქმდება, დაფნას კი ადგილობრივი 1000 – მდე ბენეფიციარისგან შეისყიდიან.

დაფნის საწარმო ფუნქციონირებას სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეძლებს, ქარხანაში სულ მილიონი ლარის ინვესტიციაა ჩადებული.

დაფნის გადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება ვანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივების დასაქმებასთან ერთად, დაფნის კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

ავტორი: ნიუპრესი