|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანში დედა-შვილის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ვანში დედა-შვილის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. საქმე ეხება ვანის რაიონში მცხოვრებ 22 წლის გოგონას, რომელმაც სოციალურ ქსელში მისი და მისი შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ თავად დაწერა.

როგორც ახალგაზრდა ქალი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მის შვილს ფიზიკური დაზიანებები მისი ყოფილი ქმრის მეგობარმა მიაყენა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მამამ შვილი თავისთან წაიყვანა.

ქალი ყოფილი ქმრის მეგობარს და მის ოჯახს, რომელიც ასევე მისი ნათესავებიც არიან, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა