|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანში ფერმერმა თანამშრომელ ქალებს კიტრის სათბური აჩუქა

ვანის რაიონის სოფელ მთისძირში მცხოვრებმა ფერმერმა ქეთი თომეიშვილმა კიტრის ერთი სათბური თანამშრომელ ქალებს აჩუქა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, COVID-19-მა ამ ქალების ოჯახების წევრები სამუშაოს გარეშე დატოვა და ახლა მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ქეთის კიტრის სასათბურე მეურნეობაა.

ქეთი თომეიშვილმა UN Women Georgia-ს უთხრა, რომ მანამდე სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულ ქალებს ხელფასიც გაუზარდა, თუმცა მიხვდა, რომ ეს საკმარისი არ იყო.

„მოსავალი 3 კვირაში მოვა და გაყიდვაშიც დავეხმარები. რამდენიმე თვით მოგების გარეშე ყოფნა მე არ გამაღატაკებს, ჩემს გოგოებს კი ძალიან გაუჭირდებოდათ, იმ შემთხვევაში კი კი თუ პროდუქცია არ გაიყიდება, გადაწყვეტილიუ გვაქვს, ჩვენზე გაჭირვებულებს დავურიგოთ“, - აღნიშნა  ქეთი თომეიშვილმა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანახმად, ქეთი თომეიშვილის სასათბურე მეურნეობაში 4 ქალი მუშაობს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა