|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აბიტურიენტები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდება, პროფესიულში ჩაირიცხებიან

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოში პირველად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში დარეგისტრირებულ იმ აბიტურიენტებსაც ექნებათ, რომლებიც აკადემიურ პროგრამებთან ერთად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც აირჩევენ.
განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში აბიტურიენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საშუალება დამატებითი შერჩევის პროცედურის გარეშე, შესაბამის საგანში მიღებული შეფასების საფუძველზე, ექნებათ.
„ჩარიცხვისთვის აუცილებელი იქნება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული საგნის ჩაბარება. კერძოდ, თუ აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბარებს მათემატიკას, მას შეუძლია, აირჩიოს ნებისმიერი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ჩარიცხვის წინაპირობა სწორედ მათემატიკის გამოცდაა. დეტალური ინფორმაცია სრულად იქნება ასახული აბიტურიენტის ცნობარში, რომელიც აპრილის თვის დასაწყისში გამოქვეყნდება.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტმა უნდა გადალახოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შესაბამისი საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ნახევარზე მეტი.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ასარჩევი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები მრავალფეროვანი იქნება და მოიცავს ისეთ მოთხოვნად მიმართულებებს, როგორებიცაა: ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტურიზმი, მომსახურება, მედიცინა, მშენებლობა და სხვა. გამოცხადებული ადგილების რაოდენობა 10 000-ს გადააჭარბებს, ხოლო მიღების პროცესში ჩაერთვებიან როგორც საჯარო, ასევე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
გარდა აბიტურიენტებისთვის შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა, რომელიც წარმოადგენს პროფესიულ პროგრამებზე ჩასარიცხად დამატებით საშუალებას, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება წელს ტრადიციულად გამოცხადდება ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე", - აცხადებს განათლების სამინისტრო.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა