|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანში სოფელ გადიდთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გადიდში ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი ხიდი ნაწილობრივ დაზიანდა. მოსული ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ჭიშურა ადიდდა, რამაც ხიდის საძირკვლის დაზიანება გამოიწვია.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ხიდზე შეზღუდულია ავტომანქანების მოძრაობა, თუმცა ქვეითები უპრობლემოდ გადაადგილდებიან. სოფელ გადიდში ასევე, არსებობს მეორე შემოვლით გზა, რომელიც მოსახლეობას ცენტრთან აკავშირებს.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.  ადგილზე იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა