"ვაპირებ, არჩევნებში მონაწილეობას"-დავით წიტაიშვილი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩაერთვება ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“. პარტიას ქუთაისის საკრებულოში ამ დროისათვის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ყავს. დავით წიტაიშვილის განცხადებით, აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში კვლავ ნინო ბურჯანაძის პარტიის სახელით მიიღოს მონაწილეობა.
"ვაპირებ, არჩევნებში მონაწილეობას, როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული სიით. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, ასევე არ გვყავს შერჩეული კანდიდატი, რომელიც მერობისთვის იბრძოლებს. სავარაუდოდ, სექტემბერში გვექნება ზუსტი ინფორმაცია", -განაცხადა დავით წიტაიაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 22 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















