|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვარციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ვარციხეში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი გზის მეორე მხარეს გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

მას მრავლობითი დაზიანებები ქონდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავარია ხშირად ხდება.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა