ვასილ ამაშუკელის 140 წლის იუბილე მწვანეყვავილას პანთეონში აღნიშნეს
ქართველი რეჟისორისა და კინოოპერატორის, პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორის, ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან 140 წელი გავიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მწვანეყვავილას პანთეონში ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თეატრალური ხელოვნების შემსწავლელი წრის წევრებმა ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.
სტუმრებმა ისაუბრეს ქართული კინოს ფუძემდებლის შემოქმედების შესახებ.
ღონისძიება ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ორგანიზებით ჩატარდა.
ცნობისთვის, ვასილ ამაშუკელმა 1912 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული დოკუმენტური ფილმი – „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. მან ქართულ კულტურას განვითარების ახალი კარი გაუღო და, ამავე დროს, იმ ეპოქის ისტორია უნიკალური კადრებით შემოგვინახა.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



16:26
14:17
17:28
17:19
19:31
















