"ვესაუბრებით ამომრჩეველს" - ღია კარის დღე საოლქო კომისიაში
ცესკოს ახალი პროექტის "ვესაუბრებით ამომრჩეველს" ფარგლებში ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ღია კარის დღე მოაწყო.
შეხვედრაში არჩევნებში ჩართული ყველა მხარე მონაწილეობდა - ამომრჩეველი, პოლიტიკური სუბიექტები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
59 საოლლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხდებით, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა მიიღეს პასუხები კითხვებზე, რომელიც არჩევნების ადმინისტრირებას, ცესკოს ნოვატორულ პროექტებსა და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შეეხება.
მათი ინტერესი ძირითადად ამომრჩევლის უფლებებს, ცესკოს ინოვაციურ პროექტებს, ასევე საუბნო კომისიების წევრების დანიშვნისა და არჩევის წესს შეეხებოდა.

ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















