"ვფიქრობ, ბევრი გამოცდილება დამიგროვდა და შევეცდები, ეს გამოცდილება იმერეთს მოვახმარო"
ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი გამოცდილება დამიგროვდა და შევეცდები მთელი ეს გამოცდილება ჩემს რეგიონს, იმერეთს მოვახმარო, - ამის შესახებ იმერეთის რეგიონის ახალმა გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, პირველი, რასაც გააკეთებს, ადგილობრივ მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტთან კომუნიკაცია იქნება.
„20 წელზე მეტია ვმსახურობ შეიარაღებულ ძალებში, საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი გამოცდილება დამიგროვდა და შევეცდები რომ მთელი ეს გამოცდილება მოვახმარო ჩემს რეგიონს, იმერეთს. ეს რეგიონი ჩემთვის უცხო არ არის, რადგან რაღაც პერიოდის განმავლობაში იქ მომიწია სამსახური. პირველი, რასაც გავაკეთებ ეს იქნება კომუნიკაცია მუნიციპალიტეტთან და მოსახლეობასთან. მათთან ერთად გავეცნობი პრობლემატურ საკითხებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ამ ყველაფერს გავუკეთებთ ანალიზს, გავწერთ პრიორიტეტებს და შევეცდებით ამის აღსრულებას,“ - განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა თავდაცვის სფეროდან პოლიტიკაში წასულიყო, შავლეგო ტაბატაძემ უპასუხა, რომ მნიშვნელობა არ აქვს შეიარაღებულ ძალებში იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში, მთავარი ქვეყნის სამსახურში ყოფნაა.
„ვფიქრობ, რომ მნიშვნელობა არ აქვს თითოეული ჩვენგანი შეიარაღებულ ძალებში ვიქნებით თუ სამოქალაქო სექტორში, მთავარია ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. ვფიქრობ, მთელ ჩემს გამოცდილებას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ეს წაადგეს იმერეთს,“ - აღნიშნა მან.
იმერეთის გუბერნიაში ჯერ არ იციან როდის მივა უწყებაში ახალი გუბერნატორი და არც ის არის ცნობილი, დარჩებიან თუ არა პოსტზე გუბერნატორის მოადგილეები.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















