"ვგეგმავთ სიახლეებს"- გიორგი ჭიღვარია
როგორც ქუთაისის არჩეული მერი გიორგი ჭიღვარია აცხადებს, მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საზოგადოებას მას შემდეგ აცნობებს, რაც მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
"29 ნოემბერს შევუდგები საქმიანობას, შევხვდები თანამშრომლებს, მათ უმეტესობას უკვე ვიცნობ, 29- ში არის დაგეგმილი საკრებულოს სხდომა და რომელსაც, აუცილებლად დავესწრები. ვმუშაობთ გარკვეულ საკითხებზე, რომლის შესახებ ჟურნალისტებს მას შემდეგ შევატყობინებ, რაც მუშაობას შევუდგები"-განუცხადა ჭიღვარიამ "ნიუპრესს".
გიორგი ჭიღვარია უფლებამოსილების შესრულებას 29 ნოემბერს შეუდგება, 28 ნოემბერს კი მას ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაშვილი მერის მანდატს გადასცემს.
შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ქუთაისში გიორგი ჭიღვარიამ გაიმარჯვა.
გიორგი ჭიღვარია 2015-2017 წლებში იყო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, წარსულში ქუთაისის მერიაში მერის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა.
2014 წლიდან არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ იმერეთის კოორდინატორის მოადგილე, ასევე ამავე პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















