|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვგმობთ ხელისუფლების შეტევას მედიაზე"- დავით გოგისვანიძე

საინფორმაციო სააგენტო "იმერეთი ნიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქალაქისა და მხარის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ  "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქუთაისის  საკრებულოს დეპუტატი დავით გოგისვანიძე გამოეხმაურა.

"ვგმობთ ხელისუფლების შეტევას მედიაზე. ხელისუფლება საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობს, არჩევნების შედეგზე გაბრაზებულმა მედია საშუალებაზე იყარა ჯავრი. "ევროპული საქართველო" გმობს მედიაზე ზეწოლას და ხელისუფლებას ადექვატურობისკენ მოვუწოდებთ. მე დავურეკე ჩემს კოლეგა ელეონორა არჩაიას, მაგრამ ის ზარებს არ პასუხობს. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ კოლეგის და მედია საშუალების უფლება", -განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

"იმერეთი ნიუსის"ფლობელმა კოტე ცირეკიძემ გუშინ სოციალურ ქსლეში განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და მერის მოადგილე გიორგი იობაშვილი მას და მის ოჯახს სააგენტოს მუშაობის გამო დაემუქრენ. ცირეკიძის განცხადებით, ის ოჯახის და თანამშრომლების უსაფრთხოების გამო სააგენტოს მუშაობას აჩერებს. ცირეკიძე ამ დროისთვის დამატებით კომენტარს არ აკეთებს. კოტე ცირეკიძე საკრებულოს უმრავლესობის წევრის ელეონორა არჩაიას შვილია.

ბრალდებას არ ადასტურებენ და აბსურდულს უწოდებენ მერიასა იმერეთის გუბერნიაში.

 აქვე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს  "ახალი გაზეთისა და საინფორმაციო სააგენტო "newpress.ge"-ს რედაქციას მისი რედაქტორის ია ბობოხიძის  მე–9 არხზე ჩართვის გამო ოფისი დაატოვებინეს. ამის მიზეზი ოფისის მეპატრონემ იმით ახსნა, რომ მისი სიძე დავით გოგისვანიძე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტიური სახეა, ამიტომ  "გაქანებულ ოპოზიციონერს" მის სახლში არაფერი ესაქმებოდა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა