"ვიცოდი, ქუთაისში თბილი ხალხი ცხოვრობს, ამიტომაც ჩამოვედი"
ქუთაისში, 84 წლის ლიანა ბებო მერიის გვერდით კიბეზე წაქცეული მოქალაქემ შეამჩნია. მოხუცებულს ხელი აქვს მოტეხული. როგორც თავად ამბობს, ზუგდიდიდან ექიმებმა გამოუშვეს და სამკურნალოდ ქუთაიში ჩამოვიდა. სახლში მხოლოდ ერთი ქალიშვილი ყავს, რომელიც შშმ პირია.
"ვიცოდი ქუთაისში თბილი ხალხი რომ ცხოვრობს, ამიტომაც ჩამოვედი ზუგდიდიდან. იქ ექიმებმა საავადმყოფოდან გამომაგდეს, დახმარება მჭირდება, ხელი ძალიან მტკივა. ჩემ შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს მეზობლები უვლიან, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს",– აღნიშნა ლიანა ბებომ.
მოქალაქეებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ოცწუთიანი დაგვიანების შემდეგ ბებოს დახმარება გაუწიეს და შინ წაიყვანეს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















