|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ აპირებს პარტიის ოფისის ტაბიძეების სახლ-მუზეუმში გახსნას?

ვანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ტაბიძე აცხადებს, რომ თავის სახლში, სადაც გალაკტიონისა და ტიციანის სახლ-მუზეუმებია, "ახალი საქართველოს" რაიონულ ოფისს გახსნის. საქმე აქამდე მას შემდეგ მივიდა, რაც  პარტიის წარმომადგენელს ვანში ოფისისათვის საჭირო ფართის მიქირავებაზე  ბოლო მომენტში უარი განუცხადეს. 

გიორგი ტაბიძის განცხადებით,  ადგილობრივი პირისაგან, ნუგზარ ბაღდავაძისგან ოფისისთვის ფართი იქირავა. ინვენტარითაც მოაწყო, თუმცა რამდენიმე დღეში  ბაღდავაძემ მას უარი უთხრა ოფისის მიქირავებაზე, მიზეზად  კი ზეწოლა დაასახელა.

"მე არ ვიცი აქ სუსი იყო ჩარეული, თუ ვინ. ჩვენი ოფისი „ქართული ოცნების“ ოფისის გვერდით მდებარეობდა. ფაქტი ერთია, რომ ამ ბრძოლაში გაჩერებას არ ვაპირებმე ჩემს სახლში, სადაც არის გალაკტიონის და ტიციანის სახლ-მუზეუმები, ვაპირებ ოფისის გახსნას, რადგან ვანში მე სხვა ოფისი ნამდვილად ვერ მოვიძიე,"-განაცხადა ტაბიძემ.

"ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე სამართალდამცველებს  ზეწოლის ფაქტების გამოძიებისაკენ მოუწოდებს.

“ხელშეკრულება უკვე უნდა გაფორმებულიყო ამ ოფისთან მიმართებაში, მაგრამ უეცრად სხვადასხვაზე ზეწოლიდან გამომდინარე, უარი გვითხრეს ოფისთან დაკავშირებით. ზოგადად, ასეთი პრობლემები ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრ რაიონში და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოარკვიონ, ვინ ახდენს ზეწოლას იმისთვის, რომ ხელი შეგვეშალოს ჩვენ ნორმალური საარჩევნო პროცესის ჩატარებაში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  

რაც შეეხება ვანის მაჟორიტარობის კანდიდატს, გიორგი ტაბიძე პოლიტიკაში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არის. მას თანამოაზრეებთან ერთად  დაარსებული ჰქონდა "თავისუფლების პარტია", თუმცა ბოლო ათწლეულში ის აქტიურ პოლიტიკაში აღარ გამოჩენილა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა