ვინ არის ქუთაისის საკრებულოს ახალი დეპუტატი?
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს უმრავლესობას ახალი წევრი ყავს, მმართველმა პარტიამ ლევან სანიკიძე, რომელი მხარის რწმნებულის მოადგილედ დაინიშნა, ჯემალ ბიბილეიშვილით ჩაანაცვლა.
საკრებულოს ინფორმაციიღთ, ჯემალ ბიბილეიშვილი 2013-2022 წლებში საქართველოს პარლამენტის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
მან 2006 წელს ქ. ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის #3 -საჯარო სკოლა დაამთავრა. 2006-2010 წლებში საერთაშორისო სამართლისა და მართვის, ქართულ-ბრიტანული უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა.
2010 წელს სწავლა გააგრძელა გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში "ალმა-მატერისში," რომელიც 2012 წელს "სისხლის სამართალი" მაგისტრის ხარისხით დაამთავრა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა





16:26
14:17
17:28
















