ვინ უხელმძღვანელებს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციას?
თუ ვინ დაიკავებს ქუთაისის ორგანიზაციაში ხელმძვანელის პოსტს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას 20 იანვრის ყრილობის შემდეგ მიიღებენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, დღევანდელ შეხვედრაზე პარტიის "დროებითი საბჭო" აირჩიეს, რომელიც 30 წევრისაგან შედგება.
ორგანიზაციის მედია ჯგუფის წარმომადგენლის, ნატალია ქუთათელაძის განცხადებით, საბჭოს ქუთაისის ორგანიზაცის აღმასრულებელი მდივანი ვალერი კლდიაშვილი და საკრებულოს წევრები ბესიკ ბრეგაძე და გია უკლება უხელმძღვანელებენ. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ასევე გიგა შუშანია, გოჩა კუპრავა და ნატალია ბაბუხადია.
მისი თქმით, 20 იანვრის დელეგატთა სია საბოლოდ არ დადგენილა, თუმცა მათი რაოდენობა გაიზარდა და 400-მდე აღწევს.
პარტიის გაყოფამდე "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციას გია თევდორაძე ხელმძღვანელობდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















