|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ შეცვლის გიორგი ჭიღვარიას?

"ქართული ოცნების" მიერ ქუთაისის მერობის კანდიდატად გიორგი ჭიღვარიას ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, იმერეთის ვიცე-გუბერნატორის პოსტი ვაკანტურია. როგორც "ნიუპრესს" გუბერნიაში განუცხადეს, ამ დროისთვის არაა გადაწყვეტილი, ვინ შეცვლის გიორგი ჭიღვარიას. მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება ვიცე-გუბერნატორის დანიშვნის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ უნდა მიიღოს. 

გუბერნიაში ასევე განმარტავენ, რომ ჭიღვარიამ თანამდებობა კანონშესაბამისად დატოვა და მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გავრცელდა. 

იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ყავს. მათგან ორმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო პოსტი დატოვა. გიორგი ჭიღვარია ქუთაისის, პაატა ნადირაძე კი ჭიათურის მერობის კანდიდატებად წარადგინეს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა