ვირუსის გართულებული ფორმით კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
გრიპის გართულებული ფორმით დღეს დილით საბერძნეთში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ელეონორა ბაღათრიშვილი გარდაიცვალა. ქართველი ემიგრანტი ერთი თვის განმავლობაში ათენის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, გარდაცვალების მიზეზი ამ შემთხვევაშიც გრიპის გართულებული ფორმის არსებობა გახდა. ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების ფაქტი ათენის გადასვენების ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა გელოვანმაც დაადასტურა.
"დღეს, ქართველი ემიგრანტი ელეონორა ბაღათრიშვილი გარდაიცვალა. სამწუხაროდ ამ ქაბატონის დაც რამდენიმე წლის წინ ჩვენ გადავასვენეთ“
აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს უკვე გადაეგზავნა.
შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების საკითხის მთავრობის სხდომაზე გატანის გარეშე გადაწყვეტილების უფლებამოსილების გადაცემის შესახებ განცხადება გააკეთა და მას ღირსების საკითხი უწოდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















