|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვირუსული სეზონი 3–4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება"

ეს არის ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი, რომელიც იყო გასულ წლებში და საგანგაშო, ამ ეტაპზე, არაფერია, - განუცხადა  "ნიუპრესს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ.  მისივე განცხადებით, იმერეთში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რომელმაც საავადმყოფოს დაგვიანებით მიმართა.

 გიორგიძე მოსახლეობას მოუწოდებს, გაითვალისწინონ ის რჩევები და რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა და გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს. აქვე აცხადებს, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მუშაობენ, დაავადების შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში წასვლისგან.

გოჩა გიორგიძის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებშო ორშაბათიდან დაიწყება საინფორმაციო ტრენინგების ჩატარება. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, როგორ დაიცვან თავი ვირუსისგან. სავარაუდოდ,  3–4  კვირის განმავლობაში ვირუსული სეზონი კვლავ გაგრძელდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი