"ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურს თავს ორი ნიღბიანი დაესხა
ქუთაისში, გუშინ ღამით "ვისოლის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. "ვისოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა მენეჯერის, რუსუდან კბილაშვილის განცხადებით, დილის 5 საათზე, ორი შეიარაღებული პირი თავს დაესხა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორებს და მათ წაართვეს თანხა, რომელიც იმ დროისთვის ხელთ ჰქონდათ. თანხის რაოდენობა 275 ლარს შეადგენს. კბილაშვილის განცხადებით, თანამშრომლებს რაიმე სახის დაზიანება არ მიუღიათ.
ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება 179- ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





21:51
11:02
16:29
16:27
















