„ვმუშაობთ ღამითაც, რათა მოსახლეობას ნაკლები შეფერხება შევუქმნათ"- გიორგი ჭიღვარია
რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მუშაობა აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. უკვე დაწყებულია ძველი ასფალტის საფარის აღება, რომლის შემდეგ ახალი საფარი დაიგება. სამუშაო პროცესი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე-მერ დავით ერემეიშვილთან ერთად დაათვალიერა.
„ვმუშაობთ ღამითაც, რათა მოსახლეობას ნაკლები შეფერხება შევუქმნათ, თუმცა პროცესი გარკვეულ დისკომფორტს შეიცავს და ვცდილობთ, ტემპები იყოს დაჩქარებული“- განაცხადა ქუთაისის მერმა.
რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტს შპს „ორიენტირი“ ახორციელებს, რისთვისაც 3 მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯება.
[R]
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















