"ვოვა, დაიბრუნე შენი "ნამესტნიკი", გახარია წადი!" -აქცია ქუთაისში
"ვოვა, დაიბრუნე შენი "ნამესტნიკი", გახარია წადი"- ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გმობენ და გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებმა "თეთრ ხიდზე" პერფორმანსი მოაწყვეს და გიორგი გახარიას და ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით ბანერი გადაფინეს.
"ვოვა, დაიბრუნე შენი "ნამესტნიკი", გახარია წადი!", - ამ მოთხოვნით ბანერი გამოვფინეთ, მოვითხოვთ თანამდებობა დატოვოს გიორგი გახარიამ, როგორც მთავარმა დამნაშავემ ამ პროცესებში. არ გავჩერდებით, ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება"-განაცხადა მოძრაობის "რუსეთი ოკუპანტია" წევრმა გიორგი გველესიანმა.
აქციის მონაწილეებმა "თეთრ ხიდზე" ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სიმბოლურად თვალზე ხელი აიფარეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















